ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით ჯიმშიაშვილი
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2015


გვაგვიანდება



თითქოს  ყველა  დრო  საუკუნის  ახლა  გაჩერდა,
აღარც  ფიქრსა  და  აღარც  სურვილს  არვის ავუხსნით.
ზოგჯერ  თქმითაც  რომ  დაშავდება  ამას  ვამჩნევთ და
ზოგჯერ  დუმილიც  უფრო  სწორი  არის  პასუხი.

გვაგვიანდება  რეაქცია  რომ  გამხატოთ,
გვაგვიანდება    მოქმედება  დავიწყოთ  მაშინ
როდესაც  ვიღაც  გვემუქრება,როცა  მოვა  დრო
თუ  მოუნდება  არ  შეგვიშვებს  საკუთარ  სახლში,
სახლში, რომელსაც  აღარა  აქვს  ორი  ფანჯარა,
დაკეტილია  ორი  კარი, ორი  ოთახი.
ოთახებს  შორის  მანძილია  სულ  ცოტა,მაგრამ
ეს მანძილებიც  ვერ  ვიკმაქრეთ  ვერცეერთი  წამით.

დავიწყებების  უამრავჯერ  დავითვლით  შედეგს,
ზოგჯერ  ცუდი  და  უფრო  ზოგჯერ  კარგიც  ახდება.
სიტყვა  სიტყვაა,ერთიც  ,ორიც  და  ასე  შემდეგ
გვინდა  თუ  არა  ყველაფერი  გვაგვიანდება.

უკვე  მრავაჯერ  დარღვეული  დოგმა  და  წესით
ხემძღვანელობენ,
არ  იციან  რა  გააკეთონ.
ძმას  გაიმეტებს  ძმისთვის, ჰოდა  ცხელ  ტყვიას  ესვრის
ერთანდ  ნაშენი  კედლიდან  რომ  ჩამოატეხონ
ორი  ოთახი:
სამხრეთ    ოსეთი  და  აფხაზეთი.

              ( ინსპირაცია 2015 )
                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები