ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2015


(***)

ღამე სისხლივით იღვრება ციდან,
მისდევს ღრუბელი გაქცეულ ქარებს,
მთელი საღამო,ამაოდმ წვიმდა,
ვერ დაასველა შიშველი მთვარე.
ჰორიზონტს გაჰყვა ფიქრი ტაატით,
არად ჩააგდო გზების სიშორე.
საკუთარ თავთან სამასლაათოდ,
უფსკრულის პირას სულით შიშველი
დგახარ,ცრემლები გამოგელია,
ვეღარ გაიგე-საერთოდ ვინ ხარ.
ფიქრობ რომ ღმერთიც შენი მტერია,
და ეს სიგიჟე სამარეს გითხრის.
არაფერია,შენ-თავს მოიკლავ!
მერე რა!?ვის არ მოუკლავს თავი!
ხვალაც-მდინარე მკვდარს გამორიყავს,
ზეგაც ექნებათ საკვები სვავებს...
მაგრამ არ გინდა, რომ შენც სხვებივით,
მარტოობასთან წააგო ბრძოლა,
როცა შენს ირგვლივ მხოლოდ ზღვებია,
და ამ ზღვებს იქით იმედი ბოლავს,
უნდა გაცურო,ბოლო ძალებით,
უნდა იყვირო,უნდა დაწერო,
შენ კი საკუთარ თავს ემალები,
რომელიც უკვე ბევრჯერ გაწირე,
ღამე სისხლივით იღვრება ციდან,
მისდევს ღრუბელი გაქცეულ ქარებს,
მთელი საღამო,ამაოდმ წვიმდა,
ვერ დაასველა შიშველი მთვარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები