ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
9 მაისი, 2015


პერსი ბიში შელი - ცვალებადობა

ჩვენ ვგავართ ღრუბლებს, შუაღამით მთვარის დამბურავთ;
რა მოუსვენრად მოძრაობენ, კრთიან, ბრწყინავენ,
ბნელს აჭრელებენ ალაგ-ალაგ, და მაინც, უმალ,
ღამის წყვდიადში გაქრებიან უკუნისამდე. 

ან მივიწყებულ ქნარებს ვგავართ, ყურისმომჭრელად
ახმიანებულთ, ჩამოჰკრავენ მათ სიმებს ოდეს
და ვერვინ შეძლებს დაამსგავსოს ძველებურ ჟღერას 
მყიფე ჩარჩოთა სიმთა ჟღერა, ვეღარასოდეს.

როს გვძინავს -  ძალუძს მოგვიწამლოს  ზმანებამ  ძილი;
ხოლო მღვიძარეთ უამური ფიქრიც კი გვშხამავს;
ვგრძნობთ, ვფიქრობთ, ვასკვნით, გავიცინებთ, ან თუნდაც ვსტირით,
ვმწუხარებთ, ანდა სადარდებელს ვაგდებთ არაფრად:

ყოვლი გარდავა! - რადგან წუხილს, ასევე ლხინსაც,
გზები ხსნილი აქვს, რაიმეს არ ემორჩილება:
გუშინდელი დღე არასდროს ჰგავს ხვალინდელ დილას;
ცვალებადობას არ ეხება ოდენ ცვლილება.

9 მაისი, 2015 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ:  http://www.poetryfoundation.org/poem/241616

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები