ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2015


წ ვ ი მ ს.(ექსპრომტი) წ ვ ი მ ა ს

          წ ვ ი მ ს,         

წვიმს,  ახლა  ძლიერ,
წვიმა  დარდებს,  რეცხავს  წვალებით.
გზას  აგრძელებს  და 
ენარცხება  მიწას  თვალებით.
მერე  ჩერდება...
მზე  იღვიძებს,  თითქოს  მთქნარებით,
თვალებს  გაახელს ,
წვეთებს  კრეფავს,  ირგვლივ  დაფენილს.
ყველას  უღიმის, 
ასდის  ორთქლი,  ჩემს  წინ  ქვაფენილს.
შენზე  მომიყვნენ,
ვერც,  მე  მნახავენ,  უკვე  დაღვრემილს.



      წ ვ ი მ ა ს

წვიმას ,  მზემ  პირზე,
მიაფარა,  სველი  ხელები.
მომწონს,  საოცრად,
ცისარტყელას,  შვენის  ფერები.
ახლა,  მგონია , 
შენც  მოხვალ  და  მომეფერები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები