ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2015


ბეჭედი

ჩემს არათითზე
დროებით მორგებულ ბეჭედს,
ეშინია,
ისევ უსარგებლო მეტალად ქცევის,
მე კი მასავით მეშინია მარტო დარჩენის
და
განსხვავება ჩვენს შორის რჩება უბრალოდ ერთი,
მას სხვა მოირგებს არათითზე,
მე კი დავრჩები,
მიტოვებული,
მხოლოდ მარტოობის იმედად
და
ვერასდროს მოვერგები ვერცერთ ბეჭედს.
მაგრამ ახლა
სულ ტყუილად ვბოდავ, დრამას ვაშენებ,
რადგან ბეჭედი ამ არათითს ისევ ამშვენებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები