ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2015


ჩემი ლექსები

ისინი იწერება მხოლოდ ექსპრომტად
და არასოდეს ემატება არცერთი სიტყვა,
მძიმე, ტირე,
აღარც წერტილი.
ყველა მათგანი არის ნედლი,
ცოცხალი,
ახალდაჭერილი თევზივით სხარტი,
სრიალა და
მომაკვდავი...

ისინი უნდა წაიღოს წყალმა,
გაფანტოს ქარმა,
იმის მიხედვით
თუ როგორია მათი სიმძიმე
და არასოდეს ატარონ დამღა ავტორის...

ჰო,
არც არავის უნდა მოსწონდეს
და არც არავის უნდა კვებავდეს,
არ უნდა ემსგავსებოდეს
სუფთა ლანგარზე გადაპრანჭულ დელიკატესებს.
მათ არავინ უნდა ყლაპავდეს,
რომ შემთხვევით არ გამოედოს
აბსურდის კაუჭს...

სტუქტურულად უნდა დაემსგავსონ გაყინულ წვეთებს,
ადვილად რომ იმსხვრეოდნენ ძირს დაცემისას,
მწველი მზის ქვეშ  დნებოდნენ
და ალბობდნენ მიწას,
მხოლოდ ჩემთვის...
რომ ხვალ_მსუბუქი იყოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები