ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პროზა
22 დეკემბერი, 2008


ჭია-ჭია მაია ხვალ როგორი დარია?

ჩემი ხარ...
ხელიგულს მითბობს შენი სხეული...
შენთან ყოფნას მთხოვს სული ეული...
მუჭას ვშლი ფრთხილად,
თითებს - საფრენ ბილიკებს ცისკენ ავიშვერ
და ჩუმად გკითხავ:
ჭია-ჭია მაია ხვალ როგორი დარია?
ჭია-ჭია მაია ხვალ როგორი დარია?
კარგ ამინდს ველი...
მაგრამ უშენოდ?...
გთხოვ, ნუ დამტოვებ...
თუგინდ ყოველ დღე იყოს ავდარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები