ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
18 მაისი, 2015


კახა და ზღვა

წელს  პირველად ზღვაზე,
წაიყვანეს კახა,
ამოდენა ხალხში,
აღარ გაიხადა.
როგორც იქნა წყალში,
ჩააყვინთეს ძალით,
მლაშეაო წყალი,
ამეწვაო თვალი.
ეხვეწება დედას,
ჩემს აუზში მინდა!
შეხე, შენი დაიკო,
ვერ ამომყავს წყლიდან.
იცრემლება კახა,
ჩქარა მინდა სახლში!
უსირცხვილო არ ვარ,
ფისი რომ ვქნა ზღვაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები