ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: საბავშვო
14 მაისი, 2015


როგორ გამოეკერა ინი ცას (ზღაპარი)

იყო ორი პატარა  გოგონა, ინი და ანი

ინი თმახუჭუჭა და ლამაზი იყო

ანი კი ცისფერთვალა და ლამაზი.

გოგონები ერთად დადიოდნენ მთასა და ბარში და  ყვავილებს კრეფდნენ.
დილით, როგორც კი გათენდებოდა, ჩაჰკიდებდნენ ხელს და ვიწრო ბილიკებზე ტყისაკენ მიდიოდნენ.
საღამოს კი  დედასთან  ბრუნდებოდნენ.
ერთ დღესაც , როცა გოგონებს ყვავილების კრეფისას დააგვიანდათ, დედამ  მათი ძებნა დაიწყო და
ისინი ტყეში , ხის  ფუღუროში ჩაძინებული იპოვა.
ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ დედა არ დაბერდა  და გოგონების ძებნა ვეღარ შეძლო,
___ დედი , რატომ აღარ გვეძებო?
___დავბერდი შვილებო და იმიტომო
____დაბერება რა არისო?
____როცა უძლური ხარ და სახეც დაგიბერდებაო
____ჩვენ არასდროს დავბერდებითო_წამოიძახეს ერთხმად
____აბა რავიცი, შვილო, ცას არავინ გამოეკერებაო....

გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და    გაიკვირვეს?
ცას გამოკერება ისედაც ხომ შეგვიძლიაო.
მეორე დღეს  სასეირნოდ წავიდნენ და თან ნემსი და მაკრატელი წაიღეს. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, ცასთან მივიდნენ.
ინიმ მაკრატელი მოიმარჯვა და ცისგან ლამაზი კოფთა გამოჭრა.მერე ანისათვისაც და დედისათვისაც გამოჭრა ლამაზი
ბაფთები და გახარებულმა იქვე დაიწყო კერვა.

უცებ ნემსი და ძაფი გამოენასკვა და მისი და ანის კოფთა ცაზე მიეკერა...

დღესაც ულამაზესი გოგონები  ცაზე ცხოვრობენ და  მათი მშვენება  ცისკიდიდან ასხივებს.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები