ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2015


ლაზარე...

მოდი მზის თვალი მომეც ლაზარე,
ჩამოიტირა ზეცა ცის ნამმა.
განწყობას მიქმნის ისეთ საზარელ...
"გული გამიპოს ლამის დანამა'.

ჩამოეშალა ქარაფს კლდისპირი,
გადაიძენძა ფესვი ყვავილთა....
მაგიტომ არის წვიმას, რომ ვჩივი,
თორემ არც ღირდა ახლა ამის თქმა:

რომ წვიმა მაინც ცრემლის წვეთია
და თუ მზე ღიმილს აღარ მაღირსებს,
ყველას სევდა თუ მე დამეტია,
სიცოცხლეს ვეღარ გავიმაისებ...

მოდი მზის თვალი მომეც ლაზარე...
ვიდრე დაალტო დარდი წვიმებმა,
დაცემული აქვს გრძნობას თავზარი,
მე, მეტი აღარ ამეტირება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები