ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2015


"ამფიბი-არტი"

დუღს ლელქაშებით თავმომწონე ძველი ჭაობი,
ხავსის ტახტებზე ბაყაყები ამაყად ზიან.
თავკომბალები, ტრიტონები, ბჭობენ, დაობენ,
განიხილავენ გომბიოთა* "სრულ" პოეზიას.

ელიან, როდის მოშივდებათ ენამრგვალებს* და
როდის გაყოფენ დრეკად ენებს მწერთა საჭერად.
რომ წაიკითხონ მათ ენებზე და უწვალებლად
წაიღონ თავის წიგნაკებში გადასაწერად.

გომბიოებსაც უხარიათ. თან მუდამ სავსე
და მოხიბლული ეგებებათ ამფითეატრი.
კმაყოფილია ირგვლივ ყველა და აი, ასე
სიმსივნესავით ვითარდება "ამფიბი-არტი!"

*გომბიო - უკუდო ამფიბიების გვარი ენამრგვალასებრთა ოჯახისა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები