ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2008


გაგიჟებით

ათვლა დავკარგე
და ამიტომაც
ახლა გაიოლდა,
ასე ვფიქრობ,
თქმა, რომ უცნაურად
გამიტოლდა
და დამიმეგობრდა
სავსებით დრო.

ერთსაც დავამატებ
აქვე _ ხურდად,
და არა რაიმე
გამიზნებით,
თუ თავს გაბეზრებდით,
რა თქმა უნდა
მაინც მეგონა, რომ
გამიძლებდით.

ახლა ნარჩენივით
შეგრძნებების,
ირგვლივ ყინვებია
ნამეტანი,
ამის შედეგად კი
მეძნელება
ყვირილი ხმამაღლა,
გამეტებით.

ღამე თითებს შორის
გამიცურდა,
დილამ შემახსენა
ნაბიჯები,
გაგიკვირდებათ და
თუ რამ მსურდა,
მხოლოდ უსათუო
გაგიჟებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები