ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2015


მარტივად!

ეს სიცარიელე ჩვევაში გადამდის,
და თითქმის ვერაფერს ვეღარ ვგრძნობ მიწიერს,
და ბედნიერების ლოდინიც აღარ ღირს,
და ვამბობ მარტივად - ცოდვებმა მიწიეს.

რა აუტანელი ფიქრები დამჩემდა,
სხვას ალბათ ვერასდროს ვერ გავუზიარებ,
სხვას ანდა რა უნდა ყინვაში, აქ, ჩემთან,
სხვას რითი ავუხსნი უხილავ იარებს.

ამ ყოფას აწმყოში არა აქვს სახელი,
არც ნაკვთებს შემორჩა სიმშვიდის ნამცეცი,
არც სიზმრებს დახუჭულს, ან თვალებს გახელილს,
არც ნიშანწყალი მაქვს სიცოცხლის არცერთი -

ხომ ვამბობ (მარტივად) ცოდვებმა მიწიეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები