ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2015


გ რ ა ა ლ ს ვ ე ვ ე დ რ ე ბ ი

            გ რ ა ა ლ ს      ვ ე ვ ე დ რ ე ბ ი
 
გრაალს,  წმინდა  გრაალს,    ამას    ვევედრები,
ნეტავ,    აღარ    მქონდეს,    შენზე    სადარდები.
ხნულში    დაიმალა,    თესლი    ნაფარცხევი,
შენით    გამოცოცხდა,  გული    ნამარცხევი,
დარდმა    გამიშალა,    ჯანღის  კარავები,
მიდგა,  გამოაღო ,    ნისლის    დარაბები,
ფიქრმა  გააგორა,    ღრუბლის  კამათელი.
გზები    მოუგია,    ჩემი    ჩასავლელი.
ელვით    გადაკვანძა ,  გრძნობა    ნამალევი,
ღრუბლით  ამოქოლა,    ყველა    სამალევი,
რადგან,  ეხეტება ,  სევდა  წარაფებში,
ეჭვით,  გადაჩეხა,    დარდი    ქარაფებში.
წამში    ამიხდინა,    ერთი    საწადელი ,
ჩემსკენ  შემობრუნდა,  რადგან    კამათელი,
შენსკენ    მოფარფატე,    ქარებს    ვედევნები,
სულის  შემეცნებით,      სულის    შედევრებით.
გრაალს,  წმნდა  გრაალს  ასე    ვევედრები,
შენზე    აღარ  მექნას ,  მეტი    სადარდები
გრაალს  ვევედრები,    გრაალს    ვევედრები.
გრაალს ,  წმინდა  გრაალს,    ამას  ვევედრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები