ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
5 ივნისი, 2015


ხატვის გაკვეთილი

ხატვის გაკვეთილი აქვთ,
დღეს ცხოველებს ზოპარკში,
სპილომ ვეღარ მოირგო,
მოლბერთები ზომაში.
ყველამ უნდა დახატოს,
რაც მას უყვარს ძალიან,
ბაჭიების შემყურეს,
კურდღელს აღარ სცალია.
მელამ ყველას მოასწრო,
და დახატა ვარია,
ტურასაც მიეხმარა,
მოიხადა ვალია.
ციყვმაც უკვე დახატა,
ფუღურო და კალათი,
ფენა–ფენა ჩააწყო,
შიგ თხილი და კაკალი.
დათვმა ავტოპორტრეტი.
,,დათუნია დრუნჩასა,
თაფლის კასრში ჩამძვრალსა,
მხოლოდ კუდი უჩანსა,,
ჯიხვმა კლდე და ქარაფი,
ბარად მოლი, ბალახი,
ჩემი ყველას სჯობია,
და დაიწყო ტრაბახი..
ჟიურის წევრებია,
ცხენი, ზებრა, ირემი,
არვინ დაიჩაგრება,
აქვთ იმისი იმედი.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები