ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2015


XXXX

ნუ გლოვობთ შვილმკვდარ დედებს,
სამშობლოს შეწირულ გმირებს,
პოეტებს უდროოდ წასულს,

ისინი დაინდო ბედმა,
მათ ბრძოლა მოუგეს ტკივილს,
და მათი სიგიჟე დასრულდა.

ჯილდოა იცხოვრო ცოტა,
შვებაა წახვიდე ადრე
მოშორდე მძორების სამყაროს.

თვითმკვლელნი არაფერს სცოდავენ,
გმირობას ოცნება ბადებს,
სახელს კი სიკვდილი ამყარებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები