ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2008


ყვითელი თოვლი


უჟმური დღეა, -
უმარილოს ეტყვიან ჩვენში.
თეთრი კალთები დაიბერტყეს ლეგა ღრუბლებმა.
თოვს და გიხსენებ...
გუშინ -
ცხვირწინ რომ მიუხურე კარი სიცივეს,
თხელ თითებს მოსწყდა ლექსი - მინიმა
და დაეწია ლიხის ქედთან
ჟონგლიორ ქარებს.

უჟმური დღეა, -
უმარილოს ეტყვიან ჩვენში.

გაყვითლდა თოვლი, -
დილაადრიან დაუყრიათ გზებზე მარილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები