ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიღმახეველი
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2015


ჯონათან


გცივა ჯონათან?-
გეკითხები ურცხვი ღიმილით,
ზეცისკენ გიხმობს თოლიების გუნდი ფრთოსანთა,
არა ჯონათან...
ვიცი,სული უხმო ტირილით-
შორით წაგიყვანს,როგორც წესი არის მგოსანთა-
ამბოხი სისხლის,ძრწოლა სულის ზეცის კიდემდე,
არს სასოებით ხელოვნურად ქმნილი სამყარო,
იარსებებენ უგუნურნი ვცხოვრობთ ვიდრემდე,
თავისუფლება ფრთით თუ უფრთოდ უნდა ვატაროთ.
ხედავ ჯონათან?
რა უცნაურად ღამდება დღესაც,
ჩვენ ვერ დაგვიტევს დედამიწა,მცირეა ძალზედ,
პოეტი ალბათ ეცოდება ზეცაში ღმერთსაც,
რადგან სუფთაა როგორც ნისლი არხოტის მთაზედ.
არა,ჯონათან...
ფრთებს ვერ მოვიკვეც,დამღალა მიწამ,
მე ვეღარ,თითქოს აქეთ უფრო ხშირად მაბიჯებს,
და ნუ მიყურებ მასე თორემ,სულსაც კი მიწვავ,
მაღლა მივიწევ,შენ კი ხმელეთს უთვლი ნაბიჯებს.
გესმის ჯონათან?
გიხმობს ცაში გუნდი ფრთოსანთა,
თავისუფლება არ გაცვალო,ყველა გაფიცებს
რადგან განგება სულს უწამლავს მხოლოდ მგოსანთა
და უჩვეულოდ მიწა ხშირად აქეთ გვაბიჯებს.
ქეთი ზვიადაური

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები