ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2015


ჭართალის ფ ე ს ტ ი ვ ა ლ ს

          ჭართალის
      ფ ე ს ტ ი ვ ა ლ ს

ოი,  როგორ  გაიხარა,
ჩემმა  სულმა  ჭართალასა,.
გულმაც,  დარდი  დაივიწყა,
გეტყვით,  ცამდე  მართალასა.

მწვანე  ფოთლებს,    ვეფერე  და 
მწვანე  ბალახს  ხასხასასა,
თვალს,  ღიმილს  ვერ  ვაშორებდი,
გულს  კი,  ციცქნა  მასხარასა.

დაეწაფა  სული  სითბოს ,
წყაროსავით  ანკარასა,
ყველა  ერთურთს  უღიმოდა,
მსგავსს, სად  ნახავ, ანკირასა.

დღეგრძელობა  ფესტივალის
სულისჩამდგმელ  ღანიშასა,
ჩემ  ნათქვამ  თუ  ეწყინება
იმპერატორმ  მანიშნას

მომავალწეს  პირველ  მივალ,
გადავაბამ  სამკვირასა,
ამ სამოთხეს,  ვეღარ  მამწყვეტთ,
მავან,  დადგეს  თუნდ  ყირასა.

თუთიყუშის  მსგავსი  ჩიტი,
შამომჯდარა  ქანდარასა,
სიტყვა,  სიტყვას,  მიეჯარა,
გჩუქნით,  ლექსის  ბარდანასა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები