ნაწარმოებები



ავტორი: ანნა მანიანი
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2015


ენსი

ფანჯრები დახურე, ნილ, ვიდრე გახვალ,
ჯერ პატარაა, ფანჯრები არ დაგრჩეს, ნილ,
ის პატარაა და ეძებს კითხვებს,
მას ჯერ კიდევ ეშინია სიმაღლის,
ნილ, ვიდრე გახვალ..

მე ვწერ შენზე,
შენ მღერი და იღიმები,
გთხოვ, ჯერ ნუ წახვალ,
დრო მომეცი, რათა
უკეთ დავწერო შენზე,

ნილ
ჩვენ დავბრუნდებით და ნუ ამბობ
ნუ, ნუ გვიყვები, რომ ვეღარასდროს
ვნახავთ იისფერ მზეს, ცის იქით მხარეს.
(მხოლოდ თვალებს ნუ დაადუმებ)

ნილ,
როგორ ფირობ, უფრო დაბლა რომ გვეცხოვრა
ღამე მშვიდად ვიძინებდი?
ხომ გესმის ჩემი, ის პატარაა და შეიძლება..
მე ვამოწმებ კარებს, ისინი დუმან
ნილ,

ისევ ბნელა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს