ნაწარმოებები


მოწვევა ხელოვანთათვის http://www.epfound.ge/wp-content/uploads/2019/02/Call-for-Applications_Awareness-Raising-Campaigns.pdf     * * *         * * *     მუხრანის პრემია - პოეტური მინიატურები     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1479&st=0

ავტორი: ლელუჩი
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2015


#/#/#

მე შეიძლება ძალიან ბევრ რამეში ვცდები,
მაგრამ ვინ არის უშეცდომო? - მითხარით მაშინ..
ახლა ისეთი საშიშია ჩემი ფიქრები,
როგორც ჩავარდნა უცაბედად წყლით სავსე ჭაში.

მეფობენ დრონი ნათქვამია და ასეც ხდება,
რომ საკუთარ თავს უმოწყალოდ თავად ღალატობ,
შენს ნამდვილ სათქმელს ვინ გაიგებს, ვინ მიგიხვდება,
როცა გარშემო არავინ გყავს ელაპარაკო?!

რთულია, რთული, როცა ნაბიჯს ვერავინ გიწყობს,
რა ვქნათ, ასეთი ბედი ერგოთ შეშლილ პოეტებს,
არის მომენტი ცხოვრებას რომ თავიდან იწყებ,
მაგრამ დრო მოვა, როცა ისევ მიგატოვებენ.

უკვე განწყობაც ისეთია ჩააქრობს მთვარეს,
გინდა ადგე და საკუთარ თავს რამე დამართო,
ხანდახან ისიც საჭიროა გახვიდე გარეთ
და ტკეპნო გზები უმიზნოდ და უმისამართოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები