ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2015


მეფეს ( "გალაკტიონობა 2015" ფინალი)

რამდენიც არ უნდა ვიდაოთ,
ვიკამათოთ,
ყველა გზა ფინიშამდე მიდის,
ყველა გზა  თანაბარია...
ზოგი ნაბიჯებს ითვლის,
ითვლიდნენ,
დაითვლიან..
შენ, 
მშვიდად გერჩივნა ლტოლლვა დასასრულისკენ ,
მძიმედ გაკაფე მეფის გვირგვინისკენ მიმავალი ერთადერთი ბილიკი.
არასწორი ნაბიჯებით და ცამდე აზიდული მხრებით,
ნამთვრალევი და გაბრუებულ ნაწერებთან ერთად.
სხვები თუ ერთმანეთს გზადაგზა ჭამდნენ,
შენ
ცალკე მიყვებოდი ბარბაცით ცხოვრებას,
დიდხანს იარე,
თუმცა
პირველი მიხვედი,
ყოველთვის ასე იქნებოდა.
(იყო, არის)
სხვები  გვირგვინმოსილნი უმზერდნენ სამყაროს
როგორც ურმის გადაბრუნების
მერე წამომდგარი მეეტლები,
როგორც მწვერვალზე ვერტმფრენით ასული მთამსვლელები,
შენ უბრალოდ ადექი და ამის ნაცვლად პირდაპირ
მათი
იდეური სიმაღლიდან
                                      გ
                                        ა
                                          დ
                                            მ
                                              ო
                                                ო
                                                ო
                                                ხ
                                                ტ
                                                  ი.......


და თან გამოიყოლე საუკუნე,
მთელი საუკუნე.
(წარსულიც, მომავალიც)
და
ვდგავართ ახლა 
მეეტლეები,
მთამსვლელები,
მღვდლები,
მონაზვნები,
უწვეროები
წვერიანები,
ვერ მივანებეთ ლოთობა,
წერა,
(განსაკუთრებით, როცა წერას ავყავართ მაშინ)
მეფის ხალათის მოხურვა,
გასარეცხად როცა გაგვატანენ.
ვდგავართ ურითმო და ხელებგაშვერილი პოეტები,
რადგან ეს საქართველოა,
საქართველოში კი ყველა პოეტია,
გარდა ნაღდი პოეტისა.
ვდგავართ
და
შენს
გაკაფულ გზაზე,
მაინც ვერავინ ვბედავთ
ბავშვის ნაბიჯითაც კი
ვცადოთ სიარულის
დაწყება...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები