ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2015


ყვავილების ერთავ.(იათამზეს წლების შემდეგ)

ყვავილების ერთავ,წლების შემდეგ
(ჩემს შვილს იათამზე ალავერდაშვილს)
ისე მღვრიე,მაგრამ კანდლადანთებული,
როცა წამწამებზე ნამი მოგესია,
სიღრმით ჩაძინებულს,
ღვთივდანათლებული,
მოგეიავარდა მამის პოეზია...
თუკი მიცვალების ხელებს გაუქარდი,
ღიმილს ნუ მიუსჯი ურვას ნურავისას,
ლოცვით მარიამთან,
ნატვრა-ნაჩუქარი
პირმშო ჩააშენე ციხეს სურამისას...
ზეცაც შენეულობს,
ნუღარ გეშინია,
ყორანს ფრთა მოეჭრა
მაცნეს დაბინდების...
უწინ "მზე გარეთა"
უკვე "მზე შინაა",
მამაც უკეთაა,
ერთავ ყვავილების...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს