ნაწარმოებები


მოწვევა ხელოვანთათვის http://www.epfound.ge/wp-content/uploads/2019/02/Call-for-Applications_Awareness-Raising-Campaigns.pdf     * * *         * * *     მუხრანის პრემია - პოეტური მინიატურები     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1479&st=0

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2015


აქ ჩ ემ ს ქ უ ჩ ა ზ ე

  აქ,  ჩემს  ქ უ ჩ ა ზ ე

იდგა  მაისი,
ვარდის  სუნთქვას  უსმენდა  თითქო,
ვერცხლისფერ  ბრწყინვას, 
უმადლოდა  ღამეულ  მთვარეს, 
ყოველდღე  თბილად, 
მზე    უფენდა  ოქროსფერ  სხივებს,
თავად  გზავნიდა, 
ზღვა  სიხარულს    სხვადასხვა  მხარეს.
ჩემთან  სულ  ახლოს,
მწვანე  ფოთოლს,  არწევდა  ქარი,
ნამის  ღიმილი, 
მზეს  სხივებზე,  ადნება  ღამის,
ღმერთო  მიშველე, 
ბორდიურზე,  ვეცემი  ლამის, 
ჯოხის  ცეცებით, 
გადარბოდა ,  ბრმა,  ჩემს  ქუჩაზე ....
გზა  გადაკეტეს......
აქ, მცირე  ხნით,  უკან  ერთ  წამის,
იყო  დუმილი,
ვერ  ბედავდა,  ვერვინ  თქმას  რამის....
იდგა  მაისი,
ახლა  უკვე,  როგორც  დაისი.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები