ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
4 ივნისი, 2015


პერსი ბიში შელი - სიკვდილზე

“...რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ” (ეკლესიასტე 9, 10)


მთვარისეული გულცივი და მკრთალი ღიმილით,
მეტეორიტის უვარსკვლავო ღამეში კრთომა
ზღვაში მყოფ კუნძულს ნათელს რომ ჰფენს სუსტი ციმციმით,
ვიდრე აშკარად გაანათებს დილის დადგომა,
მას ჰგავს სიმქრალით ცვალებადი სიცოცხლის ალიც,
ჩვენს გზა-კვალს დაჰკრთის, გაუწყდება სანამდის ქანცი.

ადამიანო! არ დაკარგო  მხნეობა სულის
მიწიერ გზაზე, ქარიშხლიან აჩრდილებს შორის,
აზვირთებული შენ თავზემოთ ტალღები ღრუბლის
მალე დაცხრება სანუკვარ დღის კარგი ტაროსით,
დაგანებებენ თავს სამოთხეც და ჯოჯოხეთიც
და  გამგებელი შენ იქნები საკუთარ  ხვედრის.

მარჩენალია ეს სამყარო ამქვეყნად ყოვლის,
რასაც შევიგრძნობთ, ეს სოფელი, ყოვლის მშობია,
ვძრწით და თავზარი დაგვეცემა სიკვდილის მოსვლით,
თუკი ჯავარდნის ნერვები ტვინს არ დაჰყოლია,
როცა რაც ვიცით, რასაც ვხედავთ, ანდა განვიცდით,
გაქრება, როგორც ხვაშიადი წარმოსახვითი.

სიკვდილის ყველა საიდუმლო გახდება ცხადი,
მიაბარებენ ოდეს მიწას წასულთა ცხედართ,
მახვილი ყური,  სინატიფით შექმნილი თვალი,
ვერას მოისმენს და ვერაფერს ვეღარ შეხედავს
რაც დიადია, საკვირველი, ტკბობის მომგვრელი,
ამ უსასრულო ცვლილებების წუთისოფელში.

უტყვი სიკვდილის ვინ გვაუწყებს რაიმე ამბავს?
და მომავალ ჟამს პირსაბურავს რომელი ახდის?
ქვევით მყოფ ჩრდილებს ანდა ვისი ფუნჯი დახატავს
ლაბირინთები რომ იტევენ ურიცხვ სამარხის?
ან იმედების მომავალში ვინ შეძლებს შერწყმას,
იმ შიშებთან და სიყვარულთან, ახლა რომ ვხედავთ?


4 ივნისი, 2015 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ:  http://www.litscape.com/author/Percy_Bysshe_Shelley/On_Death.html

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები