გაიგე, რომ გუშინ საღამოს ლამაზმანს კოლგოტზე წასვლია თვალი?
გაიქეცი! გაექეცი დედის თვალებს. არ შეხედო, მის გადატყავებულ ხელებს. გაექეცი ცოლის თვალებს, რომელმაც რა ხანია ყველა სამკაული გაყიდა, ოქროს რგოლის გარდა. იმასაც ნელ-ნელა, გრამ და გრამ ყიდის. გაექეცი შვილის თვალებს, არ შეხედო სხვის ფეხზე დაძველებულ და მისთვის ახალ ფეხსაცმელს. გაექეცი დაკარგული მეგობრების თვალებს. ირბინე ტროტუარზე გარდი-გარდმო . მაინც რამდენი არიან, თუ იყვნენ...
ეკლესიასთან კი ზის მათხოვარი: ,,გაიღეთ მოწყალება!,,
ითამაშე უკანასკნელი გროშებით! იკაიფე უკანასკნელი გროშებით. იკაიფე, თუ აკაიფე... ჯერ ხომ დედაშენის ყველა თითი არ ჩამპალა სხვისი ბინძური თეთრეულის რეცხვაში. ჯერ ხომ შენს ცოლს ათი გრამიდან დარჩენილი ორგრამიანი ბეჭედი არ მოუხსნია, თუ არ შემოდნობია. ჯერ ხომ შენს შვილს ჰყავს ნათესავები, რომლებიც მათი შვილების გამონაცვალ ფეხსაცმელს გაიმეტებენ. ჯერ ხომ შემოგრჩა ბავშვობის მეგობარი, რომელმაც ვერა და ვერ გადაგაგდო.
კაზინოს შეფი კი იცინის, იცინის, იცინის... გვერდით მჯდომ ლამაზმანს შენს ნაყიდ კოლიეს უკეთებს და შენი ნაყიდი მანქანით , შენს ნაყიდ ბინაში მიჰყავს.
მათხოვარს, სახელად ,,გაიღეთ მოწყალება,, მუდამ თავს არიდებ, არიდებ გვერდს და არიდებ ქუჩას. და თითქოს ჯიბრზე, სხვა მოსახვევში გხვდება. რა გამოლევს მათხოვრიან მოსახვევებს, რომლებიც მუდამ გახსენებენ, რა კაცურად ჟღერს ,,გაიღეთ მოწყალება,, შენს ,,ფული მასესხესთან,,.
კაზინოს შეფის საყვარელს წუხელ კოლგოტი გახევია, შენს ნაყიდ საწოლზე. კოლგოტი ფული ღირს. შეფი კი იცინის, იცინის , იცინის... გელოდება. გაიქეცი! ეს შენ ნამდვილად კარგად გამოგდის.
P.S.სიცილით არ კვდებიან. P.P.S. შენი შვილი რა ხანია შენთან ერთად სახლობანას თამაშზე ოცნებობს. თამაშზე, სადაც შენ მამა იქნები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. wow... (Y) wow... (Y)
8. ძალიან მაგარი იყო... ტკივილით სავსე სიმართლე. მაგრამ ასეთ ადამიანს ტკივილისადმი უკვე იმუნიტეტი აქვს...
+5 ავტორს ფისოსგან ძალიან მაგარი იყო... ტკივილით სავსე სიმართლე. მაგრამ ასეთ ადამიანს ტკივილისადმი უკვე იმუნიტეტი აქვს...
+5 ავტორს ფისოსგან
7. რა ტკივილიანი თემა...ჩატეული ამ პატარაში... და კარგად მოტანილი მკითხველამდე... მიყვარს ეს ნიჭიერი ავტორი მე...:-* 5 რა ტკივილიანი თემა...ჩატეული ამ პატარაში... და კარგად მოტანილი მკითხველამდე... მიყვარს ეს ნიჭიერი ავტორი მე...:-* 5
6. არ შველით სამწუხაროდ ეს. არაფერი არ შველით. :) ყველას და ყველაფერს ყიდიან, საკუთარ თავსაც, ყველაფერს კადრულობენ.
არ შველით სამწუხაროდ ეს. არაფერი არ შველით. :) ყველას და ყველაფერს ყიდიან, საკუთარ თავსაც, ყველაფერს კადრულობენ.
5. კაზინო-ქართველების უბედურების სიმბოლო. კაზინო-ქართველების უბედურების სიმბოლო.
4. სამწუხარო რეალობა.
სამწუხარო რეალობა.
2. კი, მედო ადრე სხვა ნიკით კი, მედო ადრე სხვა ნიკით
1. ეს სხვა ნიკით ხომ მაქვს წაკითხული?
რას იგებენ იმაზე მნიშვნელოვანს რასაც კარგავენ... ეს სხვა ნიკით ხომ მაქვს წაკითხული?
რას იგებენ იმაზე მნიშვნელოვანს რასაც კარგავენ...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|