ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუჩი
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2015


#/#/#

ვდგავარ წვიმაში, ან პირიქით წვიმა დგას ჩემში
და ცვივა ციდან სიკვდილმისჯილ წვეთების ჯარი,
მიპყრობს შეგრძნება, რომ წარსული მაკვდება ხელში,
ასე მგონია, მომავალსაც უჩნდება ბზარი.

ვეღარ გაარჩევ თვალებს შორის ყალბებს და მართლებს,
პირისპირ გულით უყვარხართ და ზურგს უკან სძულხართ,
ეკლესიაში "პონტის" გამო ანთებენ სანთლებს,
მაგრამ არც ერთი გასაჭირი არ მიაქვთ გულთან...

გინდა იარო იმდენი, რომ გათენდეს ღამე,
გინდა იმდენი იარო, რომ დაღამდეს დღე და
შენ გაიხსენებ ყველაზე თბილ, ჭეშმარიტ რამეს,-
მთელი სამყაროს ტკივილისგან დაგიცავს დედა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები