ნაწარმოებები


მოწვევა ხელოვანთათვის http://www.epfound.ge/wp-content/uploads/2019/02/Call-for-Applications_Awareness-Raising-Campaigns.pdf     * * *         * * *     მუხრანის პრემია - პოეტური მინიატურები     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1479&st=0

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2015


ეგოისტი მე

  ...ყველაზე ეგოისტი ქალი ვარ...
დღეს ჩვენი გაცნობის დღეა, რომელიც ცისარტყელას ფერებს იხდის...
აღარ ხარ ჩემთვის... ცეკვის ჰარმონია დაირღვა...
უცნაური თრთოლვა, რომელმაც ჩემიდან შენში შემოცურა - განელებულია...
ამ საღამოს სხვისი მეწყვილე ხარ...მუსიკა კი უცვლელ რიტმში გრძელდება...
როგორ მინდა ვიყო დაჭიმული სიმი რომელიმე მუსიკოსის გიტარაზე, რომ გავწყდე...
ჭიქა სადღესასწაულო  სუფრაზე, რომ წვრილ ნაკუწებად დავიმსხვრე...
კაბა მის მოუქნელ ტანზე, რომ შემოვერღვე...
                                        .... არცერთი ვარ ....

თუმცა მალევე შენთვის მოულოდნელად ნარიჯისფერ საათებს ნაცრისფერ სამოსს მოარგებენ...
და მე ვიგრძნობ, როგორ გავხდები ასე მონატრებულ ღიმილში გარეული ბრაზის მიზეზი...
მაპატიე საყვარელო, თქვენს ღია ცის ქვეშ მოწყობილ დღესასწაულზე  წვიმა მე შევუკვეთე ! ! ! :)
                                                          ...ეგოისტობამ მძლია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები