ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2015


ჰ გ ა ვ დ ი

                ჰ გ ა ვ დ ი

კლდეზე  მოფარფატე  არწივს,
გავხარ  თავისუფალს  თითქო.
მთიდან  წამოსული  ზვავის,
მსგავსად  სიდიადეს  ითხოვ.

ვითარ  მობიბინე  ჯეჯილს,
თავის  მოდარე  ხარ  ქარის.
ამბობ  გრძნობა  შეგრჩა  დღემდე,
ერთი  მშვენიერი  ქალის.

ხანდროს  ჩამოქცეულ  ავდრის,
მსგავსო  ფერმიხდილი  დარის,
ღიმილს  იშვიათად  იმკობ,
მზეზე  მოციმციმე  ნამის.

ბოლოს  ხალისიან  მზერას,
ვეღარც  მაგ  თვალებში  ვხედავ,
ათას  სისულელეს  ვყვები
და  შენს  მოფერებას  ვბედავ.

რა  ვქნა,  გაიდაროს  იქნებ,
ცაზე  ცისარტყელა  დაჩნდეს,
თვალზე  სიხარული  გერტყას
გულზე  კი  ხალისი  გაჩნდეს.

მინდა  კიდევ,  ერთად ახლაც,
რაღაც  ჩავიფიქროთ  წმინდა
ტკბილი  წუთები  გვაქვს  ბევრი,
კიდევ  უკეთესი  მინდა.
                           

           










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები