ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2015


ჩ ე მ ი ა და არ ჰგავს ს ხ ვ ა ს

ჩ ე მ ი ა    და  არ  ჰგავს    ს ხ ვ ი ს ა ს

აიშხვართა  თვალწინ  ფიქრი,
ფიქრი  თლილი  თითებით,
თვალი  მომჭრა,  მიმიზიდა,
სილამაზემ  მაქმანის,
ტანზე  ისე  მოტმასნოდა, 
წამის  მცირე  ბადაგი,
თავზე  გვირგვინს  დგამდა  ფრთხილად,
მზერდა  ადგილს  საქამრის,
ხელი  წელზე  შემოეჭდო,
რბილად  ვითარ  ნაწნავი,
აი  ფიქრი,  ფიქრი  ჩუმი,
წმინდა სხვაგან  უვალი,
არ არსებობს  არაფერი,
სევდა    გამოუვალი,
მიყვარს  შენზე  ფიქრი შხვართი,
ფიქრი  გამოუცვალი,
ისე  წრფელი,  ისე  ნაზი,
ვით  ყრმა  გამოუცადი,
ჩემი  შხვართი,  ლერწამტანა
შენზე  ფიქრი  უცვლადი.
აიშხვართა ფიქრი  თვალწინ
და  მხილება  უცბადი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები