ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2015


გაგვიმაისდა(ნიკუშას)


კვლავ გაზაფხულდა,კვლავ აყვავდნენ იასამნები,
აქ, ყველაფერი შეიცვალა,გაუფასურდა,
მუხბე,შენსავით აქ არავინ აღარ თავნებობს,
გაფრენის ყველა მცდელობა,რომ კრახით დასრულდა
მხოლიდ სიმხდალის ბრალია და მეტის არაფრის,
ხო!მხდალები ვართ,უშენობამ დაგვასნეულა,
მზის გვეშინია,ამოვქოლეთ ყველა დარაბა,
და ეს ქალაქი სასაკლაოდ გადაქცეული,
ცდილობს წარსული დაივიწყოს,დაასამაროს,
დღემდე ვერ ირჩენს უშენობის მძიმე იარას,
ხავსმოდებული საფლავები ვერსად დამალა,
ვერ გადაფარა შვილმოკლული დედის ღრიალი...
მუხბე,ამ ქუჩებს,ამ სახლებს და დამპალ მოაჯირს,
დრო დასამარხად-დავიწყების პერანგს უკერავს
ვიღაცა მოვა და ამ ქალაქს ნიღაბს მოაცლის,
ვიღაც შენსავით, გააღმერთებს თავისუფლებას!
მუხბე,მაისმა ააჭრელა რუხი მინდდვრები,
თავს იწონებენ,შენს საფლავზე იასამნები,
შენ,რომ გიყვარდა მუხბე ახლა ისე ბინდდება,
და მთების ქარი,აქ ქარია მხოლოდ თავნება....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები