ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თთ
ჟანრი: პროზა
9 ივნისი, 2015


მუსიკით შთაგონებული

ეს შეიძლება ყოფილიყო,ერთ-ერთი არაფრით გამორჩეული დღის დაბოლოება,ბუნებრივი შედეგით,თუმცა...
მუსიკა ემოციების ბუმერანგია,მაგიაა,დაზეპირებული გაკვეთილივით გადაგიშლის წარსულის ყველაზე ბუდოვან კადრებსაც კი.
თეთრი ყურსასმენი,ხავერდოვანი ჟღერადობით და უცებ:ბუხარში ჩაგდებული ფურცლებივით წაიშალა ყოველდღიურობა,მოვისხი გალაქტიკისფერი მოსასხამი,ბალერინასავით თითისწვერებზე აწეულმა შემოვიარე მძინარე ოთახები,ერთადერთი სურვილით-მეპოვნა ჩემი ''ჯადოსნური ჯოხი''-კ ა ლ ა მ ი. შემდეგ მოვიპარე უტიფრად ღამე და წავედი სანადიროდ უსაათო განზომილებაში,სადაც სული შთავბერე ტკბილ ცოდვას-ოცნებას.დაგისაკუთრე,დავიამე უჟანგბადოდ დარჩენილი მონატრება.
ნადავლით კმაყოფილი,ბუდასავით ვეზიარე უზენაეს სიმშვიდეს.
აქ კი,ახლოს,სხვები,სხვების ჩვეულებრიობით,მოვალეობებით დამძიმებულნი,ხავსივით ჩასჭიდებიან მკურნალ-ძილს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები