ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2015


თეთრად და პირიქით

_თუ წახვალ მზეც გაიყოლე,
სამყაროც არ მსურს უშენოდ,
მე ვერ ვიკმარებ მოგონებებში გაბნეულ სითბოს_
ვამბობ,
შენ კი თვალს არ მაშორებ,
მერე იხრები გრაციოზულად
და მაგიდაზე ორ ტომს მიტოვებ_
ძველ გამოცემას
ლევ ტოლსტოის იმ წიგნისა
მე რომ გაჩუქე
და ბოლო ყლუპებს სიყვარულისას_
ჩვენს ფოტოებს,
გვერდით ულაგებ...
ორპირი ქარი,
თითქოს ჯინაზე,
ჩემს ნაცვლად შენს თმას ელამუნება...
და მეჩვენები ისეთი შორი...
შენ ლაპარაკობ,
მე კი არ მესმის,
მოძრაობენ, მხოლოდ, ტუჩები...
თავბრუ მეხვევა,
შენელებული კადრებივით_
წინ ჩამოყრილ თმას,
ქარი  რომ არხევს,
ისევ ისწორებ...
_ღმერთო, ეს წუთი  ჭკუაზე შემშლის!
არ ვიცი ამას ხმამაღლა ვამბობ
თუ მხოლოდ ჩემთვის:
_ცალი ფანჯარა მაინც მიკეტე!

მგონი დღეიდან
საშიში გახდნენ
სადგურები და მატარებლები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები