ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
12 ივნისი, 2015


გამოცანები

1.  სამჯერ სამი რამდენია?
ალბათ იცი, ნიტა,
მისი გაოთხკეცებული,
რამდენია, მითხარ.


2. სამმა კურდღელმა სამი ბაჭია
სამ სკამზე დასხა,
სამი თეფში და სამი კოვზი
დაუდეს წინა,
ამდენმა სამმა ჯამში რა მოგვცა,
ვინ მეტყვის, ვინა?



3.  როცა წვიმს და მზეც იცინის
მას შეჰყურებს ყველა,
ცაზე ლამაზ ფერებს ხატავს
კოხტა  ...................

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები