ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2015


შუაღამეა



შუაღამეა,ატლანტიკის ოკეანეში,
ერთ თითისტოლა კუნძულზე ხარ და ცას შეჰყურებ,
ქუჩის ხმაურმა შენი შიში-ფსკერზე დალექა...
შენ ფრენა გინდა,მაგრამ შისით ხელებშეკრული

ვერ აიწევი მიწიდან და ვერ გაფრინდები,
საკუთარ თავთან დიალოგიც მაგრად მოგბეზრდა,
გაუფერულდა ყველაფერი-აღარ გჭირდება,
აღარც ლექსები,აღარც ფრთები... ახლა პროტესტი

მხოლოდ პოზაა და ამბოხის ინსპირაცია,
ყველა შარფიანს ხელოვანის დამღა დაასვეს,
შენ ღამეს ათევს,ტალღებს ითვლი,კვდები,გაციებს
და ბნელ სივრცესთან სულელივით,ჩუმად ბაასობ.

სასაცილოა,მომავალს რომ უცქერ იმედით,
ვერ მოახერხებ საკუთარი თავის მიგნებას,
მაინც!ამ ლექსებს დასაწვავად ვერ გაიმეტებ,
წლები დამფრთხალი ცხენებივით სადღაც მიჰქრიან

და მტვრიან ბილიკს ნაფლოქვარებს ისე ამჩნევენ,
როგორც შენს სახელს მიაჩხაპნის ქვაზე ,ეპოქა.
ბრბო არ გიტოვებს მეორე შანსს,ან სხვა არჩევანს,
უნდა ჩაძაღლდე და თუ ამ ბრბოს გამოეყოფი,

ჯერ ჩაგქოლავენ,ჯვარს გაცვამენ,გაგაბრიყვებენ,
შემდეგ კი სახელს დაგარქმევენ "დიდი პოეტის"
ასე,კადრებად ფიქრი-ფიქრებს მწკრივსი მიჰყვება,
ასე ერთობი,ამ კუნძულის სიმარტოვეში...

შუაღამეა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები