ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2015


ჟიზელი

სოფელი მთაში. შემოდგომა. მოსავლის ლხინი.
(სანამ სიკვდილი გამოსდებდეს სიცოცხლეს ხელკავს),
ძებნილი გრაფი, შემოსილი ღარიბ გლეხივით,
მთის ანგელოსთან უკანასკნელ პარტიას ცეკვავს.

ცეკვავს, და ფლობს, და ეფერება, კოცნის, ეხვევა...
და ქალიც, გრძნობებს აყოლილი რად ჰკითხავს სახელს?!.
მაგრამ თვით ეშმა, გადაცმული რიგით მეტყევედ,
გრაფს, "სახელითა სიმართლისა" - ტყუილში ამხელს!

და ქრება გული, სუსტი გული, მსგავსად ცვილისა,
მერე სულ ყველა, განურჩევლად, ხელს თავში ირტყამს.
წრფელი სული კი უერთდება ფრთოსან ვილისებს
და სამუდამოდ ემონება შეუვალ მირტას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები