ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2015


2015წლის 1 3 ი ვ ნ ი ს ი ს ტრაგედია თბილისში

2015 წლის  1 3  ი ვ ნ ი ს ი ს  ტრაგედია  თბილისში


თბილისური  დღე  თბილისში
იყო  13-ს  მცინარეო,
მთიდან  ვერე  გადმოიქცა
ღვარცოფობდა  მძვინვარეო.

რად  გვიცვალე  ბედი  ვერე
ივნისის  დღე  გვილაფეო,
ტრაგედია  დაგვატეხე
გმირთა  საფლავ  გვინარეო.

მთიდან  ლაღად  მოარულო
წყნარად  რადარ  იარეო,
ნდობა  ვერაგ  უნდობლობით
რად  გვიცვალე  გვ იარეო.

სიკვდილიც  ბევრს  მოუვლინე
ბევრის  დედა  გვითალხეო,
არ  დასტოვე  არაფერი
სახლი,  ხიდი,  არცა  ხეო.

ისასტიკე  მიმწუხრისას
დღე  გლოვისა  გვანახეო,
რაც  სიმშვიდით  მოგვაწონე
სიმწუხარით  გვინაცვლეო.

იცოდე  რომ  ეს  მძიმე  დღე
სამუდამოდ  იკმარეო
ამისშემდეგ  შენი ძალა
სასიკეთოდ  იხმარეო.

წმინდა  ნინოს  ჯვარს  შევთხოვე
მსგავსის  ფიქრში  დანაცრდეო
გაიყინო  ან  ადგიზე
აღარასდროს  არ  გალღვეო.




 



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები