ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2015


....................................

ტრაგედია გმირებით

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო,
ხავსიც არ იყო...
და ერთმანეთს ეჭიდებოდნენ
სანამდე წყალმა მართლა თან არ გაიყოლა,
თან არ წაიღო...
"თებრონე მიდის წყალზედა,
ხევ-ხევ თებრონეო" და
ხევი კი არა,
წყაროდან კოკით წყლის მოტანაც არ შემიძლია,
რადგან სიცოცხლე კი არადა,
ან რის ნაფოტი,
ხევ-ხევ წყალმა გოგონები ჩამოიყოლა...
დედის საშოში კი თურმე წყალშია
ერთი ციდა ნაყოფიც კი
და
წყალი აცოცხლებს...
და უკვდავების წყალიც ხომაა...
ცხრა წყაროს წყალი
ცხრა მთის გადაღმა ჩამოტანილი
უსაყვარლესის ოდნავ გრილი ხელისგულებით...
რა უკვდავება...
მარადისობას კი ასტუმრა გოგო-ბიჭები...
მერე როგორნი...
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო და
ხავსიც არ იყო...
ერთმანეთიც ვეღარ იპოვეს...
უკანასკნელი გაელვებისას
ეგებ ის წყალი გაახსენდათ,
დედის საშოში მათ სიცოცხლეს რომ დარაჯობდა...
ახლა კი რაღა...
ახლა რაღა...
როგორ მიყვარდეს...
წვიმაც შემძულდა
და წყაროდან წყლის ამოტანაც...
წყალმა კი ხევ-ხევ გოგონები ჩამოიყოლა...
ძალიან მალე დედა რომ უნდა გამხდარიყო
მათ შორის ერთი...
მის წიაღშიაც, სადაც წყალია,
თოთო სიცოცხლის გულის ცემა უკვე ისმოდა...
.........................................................................
"თებრონე მიდის წყალზედა"...
ფრთხილად იყავი, ჩემო გოგო,
ცივია წყალი...
ცივი ყოფილა ივნისის წვიმაც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები