მომწონს, რომ ავად არა ხართ ჩემით, მომწონს, რომ თქვენით არც მე ვარ ავად... რომ დედამიწა, ცოდვების გამო, არ გაგვისხლტება ჩვენ ფეხქვეშ თავად... მომწონს, რომ შევძლებ გაცინო ჩემზე, მომწონს, რომ შევძლებ ავიგდო თავი და არ გავწითლდე, შემთხვევით შენს მკლავს თუ შევეხები მხურვალე მკლავით...
მომწონს, რომ სულაც არ ღელავთ, მშვიდად სხვას ეფერებით, გიყურებთ როცა! და არ დამხრუკავთ გეენის ალში, როცა მეც სულ სხვას მოვტაცებ კოცნას... მომწონს, რომ სახელს ჩემსას, ძვირფასო, არ ხმობ ამაოდ არც დღე, არც ღამე, რომ ეკლესიის მდუმარე სივრცეს არ არღვევს ჩვენთვის ნათქვამი: ამენ!
მადლობას გიძღვნი გულით და ხელით, რადგან, - ვერც ხვდებით, - ისე გიყვარვართ... მადლობელი ვარ მშვიდი ძილისთვის და დაისისთვის!... მიჯნურთ რომ ვგავართ და არ ვსეირნობთ მთვარიან ღამით! თაკარა მზესაც რომ ვერ ვეჩვევით... ვაგლახ, რომ თქვენით არა ვარ ავად და რომ არც თქვენ ხართ სნეული ჩემით.
თამარ ბუკია. 25.06.15
Марина Цветаева
Мне нравится, что вы больны не мной
Мне нравится, что вы больны не мной, Мне нравится, что я больна не вами, Что никогда тяжелый шар земной Не уплывет под нашими ногами. Мне нравится, что можно быть смешной - Распущенной - и не играть словами, И не краснеть удушливой волной, Слегка соприкоснувшись рукавами.
Мне нравится еще, что вы при мне Спокойно обнимаете другую, Не прочите мне в адовом огне Гореть за то, что я не вас целую. Что имя нежное мое, мой нежный, не Упоминаете ни днем, ни ночью - всуе... Что никогда в церковной тишине Не пропоют над нами: аллилуйя!
Спасибо вам и сердцем и рукой За то, что вы меня - не зная сами! - Так любите: за мой ночной покой, За редкость встреч закатными часами, За наши не-гулянья под луной, За солнце, не у нас над головами,- За то, что вы больны - увы! - не мной, За то, что я больна - увы! - не вами!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. იცით, რა? რაც გასასწორებელი იყო, - გავასწორე და... მეტ ვერსიას ნუღარ შემომთავაზებთ! მართალია ნეფერტარი, რამდენიც ამ საიტზე იუზერია, ყველას შეუძლია რაღაც მოიწონოს ამ ლექსში და რაღაც - დაიწუნოს. მჯობზე მჯობს რა დალევს?
მე - ეს ვერსია მომწონს, რომელიც დაიწერა და გასწორდა. დანარჩენებმა - საკუთარი თარგმანები შემოგვთავაზეთ საკუთარ გვერდებზე! კარგი?
იცით, რა? რაც გასასწორებელი იყო, - გავასწორე და... მეტ ვერსიას ნუღარ შემომთავაზებთ! მართალია ნეფერტარი, რამდენიც ამ საიტზე იუზერია, ყველას შეუძლია რაღაც მოიწონოს ამ ლექსში და რაღაც - დაიწუნოს. მჯობზე მჯობს რა დალევს?
მე - ეს ვერსია მომწონს, რომელიც დაიწერა და გასწორდა. დანარჩენებმა - საკუთარი თარგმანები შემოგვთავაზეთ საკუთარ გვერდებზე! კარგი?
20. "მძიმე ბურთი" ამ ვერსიას ნამდვილად ჯობდა.
"ავიგდო თავი"_ც ვერ. თუმცა 5-ით კი მქონია შეფასებული. "მძიმე ბურთი" ამ ვერსიას ნამდვილად ჯობდა.
"ავიგდო თავი"_ც ვერ. თუმცა 5-ით კი მქონია შეფასებული.
19. თამარ საშინლად არ მოუხდა. წინა ვერსიას ცვეტაევას ორიგინალი ამართლებდა. აი ამ ვერსიას - გამართლება არ აქვს.რაც ღერძი და ხერხემალია იყო მაგ ლექსში თარგმანიდან ის ამოგიღია ზუსტად და უხერხემლოდ გამოიყურება. :)
"რომ დედამიწა, ეს მძიმე სფერო" - აი ახლა მეც გთავაზობ ვერსიას.
ასე, ყველა რაღაცას შემოგთავაზებს და რომ უსმინო, ბაბილონის გოდოლამდე მიხვალ ვინ რას აშენებდა და რისთვის რომ აღარვინ იცოდა.
თამარ საშინლად არ მოუხდა. წინა ვერსიას ცვეტაევას ორიგინალი ამართლებდა. აი ამ ვერსიას - გამართლება არ აქვს.რაც ღერძი და ხერხემალია იყო მაგ ლექსში თარგმანიდან ის ამოგიღია ზუსტად და უხერხემლოდ გამოიყურება. :)
"რომ დედამიწა, ეს მძიმე სფერო" - აი ახლა მეც გთავაზობ ვერსიას.
ასე, ყველა რაღაცას შემოგთავაზებს და რომ უსმინო, ბაბილონის გოდოლამდე მიხვალ ვინ რას აშენებდა და რისთვის რომ აღარვინ იცოდა.
18. გავასწორე და... რამდენად მოუხდა ამ თარგმანს - ვერ გეტყვით.
ალბათ მოუხდება! :) გავასწორე და... რამდენად მოუხდა ამ თარგმანს - ვერ გეტყვით.
ალბათ მოუხდება! :)
17. ძალიან კარგი. ვეცდები გავითვალისწინო და გავასწორო, ბ-ნო მიშა. მე ყველა გონივრულ შენიშვნას ვღებულობ. :) ძალიან კარგი. ვეცდები გავითვალისწინო და გავასწორო, ბ-ნო მიშა. მე ყველა გონივრულ შენიშვნას ვღებულობ. :)
16. თამარ ჩემო, მართლაც კარგი თარგმანია, თუმცა ამ შემთხვევაში მეც მუხას აზრს გავიზიარებ ბურთთან დაკავშირებით:
პირველ რიგში, шар, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად დასაშვებია ითარგმნოს როგორც ბურთი, მაინც არ მიესადაგება კონტექსტს, რადგან ბურთის ქართული გაგება უმეტესწილად მრგვალ. გაბერილ, სათამაშო ინვენტარს წარმოადგენს... ანუ, ნივთია, რომლის დამზადებასა თუ ბუნებრივი წარმოქმნის პროცესში, სხვა მოვლენებთან ერთად, მონაწილეობს გაბერვის ელემენტიც.
რუსული шар земной-ს გაგება მის გეომეოტრიულ ფორმას არ გულისხმობს... გულისხმობს ამ სამყაროს სისრულეს, სიდიდეს, უკიდეგანობას... რომელსაც ქართული ვარიანტებიდან შეესატყვისება "მთელი დუნია", "მთელი სამყარო"...
მარინამაც ისე დააკონკრეტა - тяжелый шар земной - რომ თუ ენის ფესვებში არ ჩაიძირე, ნამდვილად მძიმე ბურთის ასოციაციას იწვევს. არადა, ჭეშმარიტი რუსი ამ დროს სამყაროს ხედავს.
უამრავი თარგმანია ამ ლექსის და პირადად მე (ცუდისა თუ კარგის შემთხვევაში) ვემხრობი მათ, ვინც თარგმნისას უბრალოდ მხოლოდ "დედამიწა" გამოიყენა, ბურთის თუ სხვა მრგვალი ნივთების მისადაგების გარეშე. თამარ ჩემო, მართლაც კარგი თარგმანია, თუმცა ამ შემთხვევაში მეც მუხას აზრს გავიზიარებ ბურთთან დაკავშირებით:
პირველ რიგში, шар, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად დასაშვებია ითარგმნოს როგორც ბურთი, მაინც არ მიესადაგება კონტექსტს, რადგან ბურთის ქართული გაგება უმეტესწილად მრგვალ. გაბერილ, სათამაშო ინვენტარს წარმოადგენს... ანუ, ნივთია, რომლის დამზადებასა თუ ბუნებრივი წარმოქმნის პროცესში, სხვა მოვლენებთან ერთად, მონაწილეობს გაბერვის ელემენტიც.
რუსული шар земной-ს გაგება მის გეომეოტრიულ ფორმას არ გულისხმობს... გულისხმობს ამ სამყაროს სისრულეს, სიდიდეს, უკიდეგანობას... რომელსაც ქართული ვარიანტებიდან შეესატყვისება "მთელი დუნია", "მთელი სამყარო"...
მარინამაც ისე დააკონკრეტა - тяжелый шар земной - რომ თუ ენის ფესვებში არ ჩაიძირე, ნამდვილად მძიმე ბურთის ასოციაციას იწვევს. არადა, ჭეშმარიტი რუსი ამ დროს სამყაროს ხედავს.
უამრავი თარგმანია ამ ლექსის და პირადად მე (ცუდისა თუ კარგის შემთხვევაში) ვემხრობი მათ, ვინც თარგმნისას უბრალოდ მხოლოდ "დედამიწა" გამოიყენა, ბურთის თუ სხვა მრგვალი ნივთების მისადაგების გარეშე.
15. დიდი მადლობა ყველას. :)
დიდი მადლობა ყველას. :)
14. მუხა, ზუსტი თარგმანია...
тяжелый шар земной - რომ დედამიწა, - ეს მძიმე ბურთი...
მე ხომ არ შევცვლიდი მარინას აზრებს? :)
მუხა, ზუსტი თარგმანია...
тяжелый шар земной - რომ დედამიწა, - ეს მძიმე ბურთი...
მე ხომ არ შევცვლიდი მარინას აზრებს? :)
13. არაჩვეულებრივი თარგმანია. 5.
არაჩვეულებრივი თარგმანია. 5.
12. რა თქმა უნდა ,კარგი თარგმანია, თამარს არაფერი შეეშლებოდა , მხოლოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ მძიმე ბურთი,-მეუხეშება, მაინტერესებს კიდევ ექვს კუპლეტად რატომ არის დაყოფილი მარინა ცვეტაევას ლექსის ფორმა.ლიტერატურულად არ ვიცი რა ქვია ამას, ლექსის ფორმაში ეგება ცვეტაევამ თავისი ხასიათის წილი ჩადო?
რა თქმა უნდა ,კარგი თარგმანია, თამარს არაფერი შეეშლებოდა , მხოლოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ მძიმე ბურთი,-მეუხეშება, მაინტერესებს კიდევ ექვს კუპლეტად რატომ არის დაყოფილი მარინა ცვეტაევას ლექსის ფორმა.ლიტერატურულად არ ვიცი რა ქვია ამას, ლექსის ფორმაში ეგება ცვეტაევამ თავისი ხასიათის წილი ჩადო?
11. დიდი მადლობა, იასონ... ეს ადგილი მეც მაწუხებდი, მაგრამ... იმ ლინკზე მარინას დის წერილი რომ წავიკითხე, თავად მოვიდა ახალი ვერსია...
მოკლედ, გმადლობ! :) დიდი მადლობა, იასონ... ეს ადგილი მეც მაწუხებდი, მაგრამ... იმ ლინკზე მარინას დის წერილი რომ წავიკითხე, თავად მოვიდა ახალი ვერსია...
მოკლედ, გმადლობ! :)
10. კარგი თარგმანია მართლაც, ტექსტსაც მიჰყვება და არც ცვეტაევა დაიკარგა ერთი ადგილი ითხოვს დაზუსტებას, ჩემი აზრით:
За то, что вы меня - не зная сами! - Так любите: .... რადგან უცნობი ასე გიყვარვარ...
უცნობი- არა თავადაც რომ არ იცით ამის შესახებ, ისე რომ გიყვარვართო ვფიქრობ, ეს ბმული დაგაინტერესებთ:
http://www.adme.ru/tvorchestvo-pisateli/zagadka-stihotvoreniya-mne-nravitsya-chto-vy-bolny-ne-mnoj-967110/
კარგი თარგმანია მართლაც, ტექსტსაც მიჰყვება და არც ცვეტაევა დაიკარგა ერთი ადგილი ითხოვს დაზუსტებას, ჩემი აზრით:
За то, что вы меня - не зная сами! - Так любите: .... რადგან უცნობი ასე გიყვარვარ...
უცნობი- არა თავადაც რომ არ იცით ამის შესახებ, ისე რომ გიყვარვართო ვფიქრობ, ეს ბმული დაგაინტერესებთ:
http://www.adme.ru/tvorchestvo-pisateli/zagadka-stihotvoreniya-mne-nravitsya-chto-vy-bolny-ne-mnoj-967110/
9. საოცრად მომეწონა, ტოლს არ უდებს ორიგინალს.
საოცრად მომეწონა, ტოლს არ უდებს ორიგინალს.
8. ბრწყინვალე თარგმანია! ბრავო, ქალბატონო თამარ! ბრწყინვალე თარგმანია! ბრავო, ქალბატონო თამარ!
7. ძალიან კარგი :) ძალიან კარგი :)
6. აღფრთოვანებული ვარ ^_^ +5 აღფრთოვანებული ვარ ^_^ +5
5. WOW! ძალიან მაგარია, თამარ!... რაც კარგია, კარგია! 5 WOW! ძალიან მაგარია, თამარ!... რაც კარგია, კარგია! 5
4. ბრავო, თამრი!... არაჩვეულებრივი ნათარგმნია! თან რა ზუსტად მიჰყვება ტექსტს?!
5 ბრავო, თამრი!... არაჩვეულებრივი ნათარგმნია! თან რა ზუსტად მიჰყვება ტექსტს?!
5
3. კარგი თარგმანია, ყოჩაღ! კარგი თარგმანია, ყოჩაღ!
1. იყო რილკე და პასტერნაკი, იყო მარინა... იყო რილკე და პასტერნაკი, იყო მარინა...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|