ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2015


რე ნუ არ!

ოთახის  კუთხეა
შენი და შენივე მაგიდის სასჯელი.
დაჯექი პირისპირ,
კომშივით ყვითელ და
კომშივით ნაღვლიან
ნატურმორტს უყურე...
ოთახში ცივა და
გოგენის  მეტისი,
შილიფად ჰკიდია კედელზე.
(მე ვიცი,
მიდიან...მიდიან...
მიდიან შენგან და
სურათებს ტოვებენ...)
და ფიქრობ:
რა გახდა ასეთი –
ბამბუკის „ბაითი“ ტაიტზე!
გახადე ამ ბინას
ნატი და,
ტაფტი  და,
მარმაშის ფაქტურა,
შიშველი ნატურა – დახატე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები