 | ავტორი: დევი ჟანრი: საბავშვო 10 ივლისი, 2015 |
ჩრდილს ყოველი ფეხთან აბამს, უსულოც და სულიერიც, ის მორჩილად_მისი ნებით, დასდევს პატრონს ბედნიერი. ჩრდილები ხომ_დაბმულებიც, მაღალი მზის მონდომებით, იხრებიან სინქრონულად_ ერთი კუთხით, ერთი ტემპით. ღრუბელია ერთადერთი, რომ არ ფიქრობს ჩრდილის დაბმას, მაგრამ ჩრდილი არ ღალატობს!_ მიწას ზუსტად მისებრ ხატავს! ცდილობს ღრუბელს არ ჩამორჩეს, ამიტომაც არის ალბათ, მორბენალი_ღრუბლის ჩრდილი, სხვა ჩრდილებზე უფრო გრილი. ერთადერთი მხოლოდ მზეა, რასაც ჩრდილი ემალება, ეშინია ძლიერ მისი, თავის პატრონს ეფარება...
საოცარი პროცესია__ მზე სხივებით ბნელეთს ფანტავს, იმავე დროს ჩვენს გარშემო ყველა ჩრდილს თვითონვე ხატავს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ეტყობა ღრუბელს მოყვა. :) ეტყობა ღრუბელს მოყვა. :)
5. ხო, ჩრდილს ეძებს ყველა თან ჩვენი ჩრდილი ყველაზე გრილია:))) ხო, ჩრდილს ეძებს ყველა თან ჩვენი ჩრდილი ყველაზე გრილია:)))
4. კარგია ზაფხულში ჩრდილი :) კარგია ზაფხულში ჩრდილი :)
3. ძალიან დაცხა, ჩრდილს ეძებს ყველა. :)
ძალიან დაცხა, ჩრდილს ეძებს ყველა. :)
2. ჩრდილები ურაკზე :) ჩრდილები ურაკზე :)
1. უნდა ვაღიარო რომ ამის შეფასებისას სუბიექტური ვარ. ძალიან კარგია ჩრდილზე წერა. უნდა ვაღიარო რომ ამის შეფასებისას სუბიექტური ვარ. ძალიან კარგია ჩრდილზე წერა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|