ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2015


გარკვეული გაგებით

ავტობიოგრაფია_
ყრუ ნახაზი სიბრტყეზე_
ვერ გაურბის ანტურაჟს
უზუსტესი შტრიხებიც...
თუნდაც ავტოპორტრეტი
ასახული ტილოზე,
მოგაგონებთ მარინას_
უხმაურო ტალღებით...
გინდა ხერხით მხატვრულით,
გინდა დოკუმენტურად,
წერდე ადამიანზე_
ქმნიდე კარიკატურას!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები