ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2015


მაესტრო (გია ქურიძეს)

მე სხვა როლს არ ვთამაშობ:
კლოუნის ნიღაბი მოვირგე ოდესღაც...
თეთრი საღებავი ვერ მალავს ტკივილებს...
სცენაზეც მარტო ვარ...
სხვა როლი არ მერგო არც ამ დიდ სპექტაკლში,
მაესტრო...
თქვენ იცით...
თქვენც იცით,
პრინცესას და თუნდაც ფერიას არ ვგავარ არაფრით.
მაესტრო,
ცხოვრებაც ასეა, ამგვარად:
ჰგავს სცენის ფიცარნაგს - უხეშს და გაუთლელს,
ოღონდაც ძალიან ნამდვილს და რეალურს.
ფიცარნაგს, რომელზეც ცხოვრება გვერდიგვერდ გვაყენებს
ჩვენ, კლოუნებსა და პრინცესებს, მაესტრო.
ცხოვრება დრამაა,
ოღონდ კომიკური ძალიან
და ყველა ტკივილი სიცილით ყუჩდება,
თქვენც იცით...
სხვა როლებს ვერ ვირგებთ მე და თქვენ,
მაესტრო
და სიცილ-სიცილით
სიმართლეს გავყვირით:
ჩვენ ვართ კლოუნები,
ვაგროვებთ შემოხედვებს
და სიტყვებს ვაგროვებთ,
რომ მერე,
როდესაც დავრჩებით მარტონი,
იმ შემოხედვებმა და ყველა სიტყვამაც
სულში ანთებული იმედის ვარსკვლავი
გადაგვირჩინოს და ანათოს მუდმივად...
...............................................................
- ფარდა გადასწიეთ!
- სავსეა დარბაზი!
- გამოდით! გელიან, მაესტრო!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები