ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2015


მოპასტორალო სურათები ...

        სახლის წინ, თიხნარში, ტირიფის ტოტები ჩავრგე, 
                                                                    ყველამ გაიხარა.

პატარა ტირიფს,
სულ სათითაოდ დაუთვალა
ქარმა ფოთლები!

27.06.2015.

        * * *

ბუს მოძახილი ...
ექოდ გადმოდის  ტყიდან ჭალაკზე.

28.06.2015.

        * * *

ნამგლებს ლესავენ.
დღეს სავსე მთვარე  მიეგება მკათათვის პირველს.

01.07.2015. 

        * * *

ოდნავ მოიკლო ნასამხრალზე ზაფხულის ხვატმა.
სიესტა მორჩა -
ზანტად გამოძვრა ბუნაგიდან შავი ქოფაკი ...

18.07.2015.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს