ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2015


ფოთი

გაღმა პალიასტომი,
კაპარჭინის ჭაობი,
თითქოს იყო აქ გუშინ,
ფეხშიშველი დავრბოდი.
უბნის ჩემი ტოლები,
ვახტანგი და მთვარისა,
ჭაღარა შეგპარვიათ,
სვლა დაიწყო დაისმა...
ღამე ძილიც გამიკრთა,
ბავშვობაში დავეშვი,
ბალიც კვლავ მოვიპარე,
მე მეზობელ ცავებში.
სიზმრად უკვე მეფარა,
მე ბავშვობა ორკეცში,
მთელი ღამე უკრავდა,
ბაყაყების ორკესტრი.

****
ჩემო კოხტა ქალაქო,
ხალხით, გულით ფაქიზო,
რიონს არგო გაგეპარა,
ფრთხილად იყავ ფაზისო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები