 | ავტორი: დევი ჟანრი: თარგმანი 25 ივლისი, 2015 |
ჰე, მაკოცე, რაღას ელი, სისხლამდე და ტკივილამდე, ცივი ვნება არ ეგების გულში სისხლის მდუღარებას.
ჩვენი ხვედრი რომ არ არის მხიარული როკვა, გწამდეს, უნდა მიხვდე, მეგობარო, ერთხელ ვცხოვრობთ, ამ მიწაზე!
მოატარე მშვიდი მზერა ამ ნოტიო ყიამეთს და ნახე: დასტრიალებს, ღელავს_ მიწას მთვარე, როგორც ყვავი.
ჰე, მაკოცე, მე ასე მსურს, ლპობის ჰანგებს იჭერს სმენა, სიკვდილის თუ იგრძნო სუნი, მან, ვინც მუდამ ზესკნელს ზვერავს.
შემომაჭკნა ხელში ძალა! თუკი ვკვდები, მოვკვდე ბარემ! სიკვდილამდე_არ დავმალავ, მსურს დავადნე სატრფოს ბაგეს.
რომ მოლურჯო ზმანებებში არ შერცხვეს და არ დაფაროს: "მე შენი ვარ"_თქვას ვნებით და გააგონოს ამ სამყაროს.
და რომ სავსე აზარფეშას არ მოაკლდეს ბრწყინვალება, იმღერე და ისე შესვი, სხვა სიცოცხლე არ გვექნება!
Ну, целуй меня, целуй, Хоть до крови, хоть до боли. Не в ладу с холодной волей Кипяток сердечных струй.
Опрокинутая кружка Средь веселых не для нас. Понимай, моя подружка, На земле живут лишь раз!
Оглядись спокойным взором, Посмотри: во мгле сырой Месяц, словно желтый ворон, Кружит, вьется над землей.
Ну, целуй же! Так хочу я. Песню тлен пропел и мне. Видно, смерть мою почуял Тот, кто вьется в вышине.
Увядающая сила! Умирать так умирать! До кончины губы милой Я хотел бы целовать.
Чтоб все время в синих дремах, Не стыдясь и не тая, В нежном шелесте черемух Раздавалось: «Я твоя».
И чтоб свет над полной кружкой Легкой пеной не погас — Пей и пой, моя подружка: На земле живут лишь раз!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ამოკი, გმადლობ, ჩემთან მაინც ნუ მოგერიდაბათ კომენტარის დატოვება, განსაკუთრებით იმ კომენტარის, რომელიც შენიშვნებს შეიცავს. ეს წუხანდელი თქვენი თარგმანის წაკითხვის შემდეგ დავწერე იმიტომ, რომ იქ გარკვეული ფრაზები გართულებულ-ჩახლართული მეჩვენა. ვთარგმნი როცა სხვის თარგმანს ვერ ვეთანხმები ან იმიტომ, რომ ძალიან მომწონს და მეც მინდა ვცადო. ჯვარედინი რითმაა, შეიძლება არც ისე კარგი, მაგრამ ეგ არის. ეს პირველი ვერსიაა. კიდევ ერთხელ მადლობა. :) ამოკი, გმადლობ, ჩემთან მაინც ნუ მოგერიდაბათ კომენტარის დატოვება, განსაკუთრებით იმ კომენტარის, რომელიც შენიშვნებს შეიცავს. ეს წუხანდელი თქვენი თარგმანის წაკითხვის შემდეგ დავწერე იმიტომ, რომ იქ გარკვეული ფრაზები გართულებულ-ჩახლართული მეჩვენა. ვთარგმნი როცა სხვის თარგმანს ვერ ვეთანხმები ან იმიტომ, რომ ძალიან მომწონს და მეც მინდა ვცადო. ჯვარედინი რითმაა, შეიძლება არც ისე კარგი, მაგრამ ეგ არის. ეს პირველი ვერსიაა. კიდევ ერთხელ მადლობა. :)
2. ცდომილებებია რაღაც ნიუანსებში. ანუ არც თუ კარგი გამოვიდა, სამწუხაროდ. + ჯვარედინი რითმა არ არის გამოყენებული. ვერიდებოდი კომენტარს, რადგან ცოტა ხნით ადრე დავდე მეც ჩემი ვერსია, რაზედაც ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი რიგზე მაქვს-თქო. წარმატებები, დევი! :) ცდომილებებია რაღაც ნიუანსებში. ანუ არც თუ კარგი გამოვიდა, სამწუხაროდ. + ჯვარედინი რითმა არ არის გამოყენებული. ვერიდებოდი კომენტარს, რადგან ცოტა ხნით ადრე დავდე მეც ჩემი ვერსია, რაზედაც ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი რიგზე მაქვს-თქო. წარმატებები, დევი! :)
1. მაგარი "სკოლსკი სიტუაციაა" საიტზე, დაცემის შიშით არდაცინვა მართლა კარგია, მაგრამ მთლად პირში წყლის ჩაგუბებაც არ ვარგა, თორემ დარჩება აქაურობა ჩემი არაკომპეტენტური კომენტატრების ამარა :)) ამ გაგანია მზეში ჩრდილი მაინც სად არის? :) მაგარი "სკოლსკი სიტუაციაა" საიტზე, დაცემის შიშით არდაცინვა მართლა კარგია, მაგრამ მთლად პირში წყლის ჩაგუბებაც არ ვარგა, თორემ დარჩება აქაურობა ჩემი არაკომპეტენტური კომენტატრების ამარა :)) ამ გაგანია მზეში ჩრდილი მაინც სად არის? :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|