ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2015


ვიდრე ამოვხსნიდე

სიახლეს, სიძველეს, მარტოობას:
ყველაფერს თავისი სურნელი აქვს,
მრავალუცნობიან განტოლებას
ჰგავხარ და იქსებიც ულევია...

ჩემი სიყვარულის მიზეზია
შენი ჩახლართული იგრეკები...
შენთვის იმედების სინთეზია
ყოფა - მე რომ შიშით ვიდრიკები.

ვიდრე ამოვხსნიდე განტოლებას,
ვიდრე იმედებად გიზეიმებ,
ადე, დამიმსხვრიე მარტოობა,
სულში ამაყად რომ მისეირნობს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები