ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2015


.............................

ამომიტანე მარგალიტები
მაგ შენი სულის ხვეულებიდან
და მითხარი, რომ
მხოლოდ ჩემთვის გამოიმეტე...
სულ მისხალ-მისხალ შემიგროვე
სადაფისფერი ნიჟარები.
რბილ ხელისგულზე ქვიშისფერად გადამიტარე სიცოცხლის ხაზი...
საღამოობით მიჩურჩულე
თეთრი ლექსები:
ნაოცნებარ ქალაქებზე;
ვერახდენილ ნატვრებზე;
არშემდგარ სიყვარულზე...
მე ჩემსას გეტყვი.
გეტყვი: როგორ გავკადნიერდი
და სიყვარულით ბოლომდე სავსე მოვედი შენთან.
მოგიტანე ჩემი წილი ბედნიერება...
შენ კი მაგ შენი სულის ხვეულებიდან
მარგალიტები ამომიტანე,
სადაფისფერი ნიჟარები
შემიგროვე და
ჩამავალი მზის ოქროსფერ შუქზე
ხელისგულზე ქვიშისფერად დამაწერე, რომ
მე გიყვარვარ!
მოვედი, ზღვაო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები