ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
4 აგვისტო, 2015


უილიამ შექსპირი - სონეტი IV (საბოლოო ვერსია)

მშვენიერების გამფლანგველო, რადა გაქვს წესად
საკუთარ თავზე სილამაზის სამკვიდროს ხარჯვა?
მემკვიდრეობა ბუნებამ ხომ მხოლოდ გასესხა,
გულუხვთა ნიჭი, გამოელის რადგან ხარაჯას.

ლამაზო ძუნწო, მემკვიდრისთვის რაღატომ დახშავ
გულუხვ საბოძვარს და დღითი-დღე გაღარიბდები?
დიდძალ საუნჯეს რანაირად იძლევი ვახშად,
ცხოვრების სახსარს თუ არ გაძლევს აღნადგინები?

შენივე თავი გეგულება რადგან შენს მუშტრად,
თავს მოიტყუებ და ამაოდ მოელი ხეირს,
როცა ბუნება წარმოგიდგენს ანგარიშს კუშტად,
რითი აპირებ გასტუმრებას სიცოცხლის სესხის?

შთახდება შენი სილამაზე შენთან საფლავად,
უშვილ-უძეოდ უსარგებლოდ თუკი გაფლანგავ.

4 აგვისტო, 2015 წ.


William Shakespeare -  Sonnet IV


Unthrifty loveliness, why dost thou spend
Upon thyself thy beauty's legacy?
Nature's bequest gives nothing but doth lend,
And being frank she lends to those are free.

Then, beauteous niggard, why dost thou abuse
The bounteous largess given thee to give?
Profitless usurer, why dost thou use
So great a sum of sums, yet canst not live?

For having traffic with thyself alone,
Thou of thyself thy sweet self dost deceive.
Then how, when nature calls thee to be gone,
What acceptable audit canst thou leave?

Thy unused beauty must be tomb'd with thee,
Which, used, lives th' executor to be.


უილიამ  შექსპირი - სონეტი IV (ძველი ვერსია) -თარგმნა ოთარ ცისკაძემ

მშვენიერების გამფლანგველო, რადა გაქვს წესად
საკუთარ თავზე სილამაზის სამკვიდროს ხარჯვა?
მემკვიდრეობა ბუნებამ ხომ მხოლოდ გასესხა,
გულუხვთა ნიჭი, გამოელის რადგან ხარაჯას.

ლამაზო ძუნწო, მემკვიდრისთვის რაღატომ დახშავ
გულუხვ საბოძვარს და საქვეყნოდ მოიყივნები?
დიდძალ საუნჯეს რანაირად იძლევი ვახშად,
ცხოვრების სახსარს თუ არ გაძლევს აღნადგინები?

საკუთარ თავთან აწარმოებ რადგან ვაჭრობას,
თავს იტყუებ და ამაოა რამ სარგებელი,
როცა ბუნება დაგიპირებს სიცოცხლის ჭკნობას,
რითი აპირებ დაუბრუნო მისაგებელი?

შთახდება შენი სილამაზე შენთან საფლავად,
უშვილ-უძეოდ უსარგებლოდ თუკი გაფლანგავ.

21 სექტემბერი, ღვთისმშობლობა, 2013 წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები