ნაწარმოებები



ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2015


**

ცივი ზამთარი ჩემს სარკმელზე ტოვებს ნათითურს,
და მე ფიქრებით (როგორც ორმო-თოვლით) ავივსე,
ვივიწყებ რაც კი გავატანე წარსულს, რამეთუ
შემმატა ძალა (რომ იტყვიან), თუმცა - არც ისე..

იცი? ყველაფერს, დროგამოვლილს ეცვლება ფერი,
ხუნდება-ხოლმე თავისთავად და აღარ ფასობს,
თუ არ შევმატეთ სასიკეთოდ აღარაფერი
ჟამი ამოჭამს სულ ყველაფერს, ჩემო ძვირფასო..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები